მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მოადგილესთან მანანა ნარიმანიძესთან ერთად, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა. შეხვედრას რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შალვა კერესელიძემ, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელების 2018-2019 წლების ანგარიში მოისმინა, დღემდე მიღწეული შედეგი შეაფასა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა. მცხეთა-მთიანეთში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი ფონდების დაფინანსებით მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა: გაუმჯობესდა საგზაო, ტურისტული, სპორტული და კულტურული ინფრასტრუქტურა, რეაბილიტირდა წყალმომარაგების სისტემები, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღებს და ა.შ.
შეხვედრაზე ისაუბრეს 2019 წლის მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ასევე, განიხილეს 2020 წელს რეგიონში განსახორციელებელი პრიორიტეტული მიმართულებები და სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
სხდომას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ წარმომადგენელი ნინო მარკოზაშვილი, რომელმაც ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს საკონსულტაციო საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით ორგანიზაციის გამოცდილება გაუზიარა.
შალვა კერესელიძემ, საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა
18/07/2019