შალვა კერესელიძემ, მცხეთაში რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა მოინახულა

19/12/2019

მიმდინარე წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მოასფალტდა შიდა საუბნო და დასახლებებს შორის დამაკავშირებელი გზები. სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულდა, ნაწილიც უახლოეს პერიოდში დასრულდება. კეთილმოწყობილი გზები მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი კაპანაძესთან და მერის მოადგილესთან ოთარ ჩხეიძესთან ერთად მოინახულა.
მოასფალტდა საგზაო ინფრასტრუქტურა სოფლებში – ჩარდახი, გოროვანი, ძალისი, ვაზიანი, ნავაზი, გალავანი, ძეგვი, მისაქციელი, წიწამური, ნაფეტვრები, წინამძღვრიანთკარი, ვარდისუბანი, პატარა ქანდა, ფრეზეთი და წილკანი. ეტაპობრივად უტარდება რეაბილიტაცია ქალაქ მცხეთის შიდა გზებს. მოეწყო წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიის 11 კმ-იანი და ზედაზენის მონასტერთან მისასვლელი 6 კმ-იანი საგზაო მონაკვეთები. ამ ეტაპზე ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს წეროვანის დევნილთა დასახლებაში. სარეაბილიტაციო-კეთილმოწყობის სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0