შალვა გივიშვილმა მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს სააგენტოს მიერ 2017 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა

15/01/2018

ქ. დუშეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა – შალვა გივიშვილმა მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს სააგენტოს მიერ 2017 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა.
განხილული იქნა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მდგრადი/მწვანე განვითარების ხელშეწყობისათვის სააგენტოს ხელშეწყობით განხორციელებული პროექტები, მდგრადი განვითარების ძირითადი ამოცანების სირთულეები და მათი გადაჭრის ოპტიმალური საშუალებები.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტო ჩამოყალიბდა 2016 წელს და მას მერე დასახული მიზნების მისაღწევად აქტიურად თანამშრომლობს ნაციონალურ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ბიზნეს სტრუქტურებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ასოციაციებთან, და სააგენტოებთან .

Tweet about this on TwitterShare on Facebook0