შავლეგო ტაბატაძე ირანის დელეგაციას შეხვდა

16/03/2019

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ ირანის დელეგაცია მიიღო. მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს. კონკრეტულად განიხილეს რეგიონში სავაჭრო–ეკონომიკური და ტურიზმის კუთხით არსებული მდგომარეობა. გარდა ამისა, მხარეებმა იმსჯელეს სხვადასხვა სფეროში პროექტების განხორციელებაზე.
დელეგაცია, რომელსაც ირანის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე აჰმად ალი რეზა ბეიგი ხელმძღვანელობს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდა და გამოთქვა მზაობა ხელი შეუწყოს რეგიონის დონეზე ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.
შეხვედრას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში დიმიტრი მხეიძე, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0