იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტში “კენკროვანი კულტურების“ განვითარების შესახებ მორიგი შეხვედრა გამართა. მხარის რწმუნებული 50–მდე სოფლის მაცხოვრებელს ადგილზე შეხვდა და პროექტზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრებს გუბერნატორის მოადგილე ბესიკ გოფოძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი, რუსუდან ძიძიშვილი ესწრებოდნენ. პროექტი ,,დანერგე მომავალი“ სოფლის მეურნეობის განვითარებაზეა ორიენტირებული და დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებს უწევს.
ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი – „კენკროვანი კულტურები“ დაემატა.
ქვეკომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულ რეგიონებში, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში; 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%. მსგავსი შეხვედრები უახლოეს დღეებში კიდევ 4 მუნიციპალიტეტში შედგება.
შავლეგო ტაბატაძემ ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ,,კენკროვანი კულტურების“ განვითარების შესახებ მორიგი შეხვედრა გამართა
05/10/2018