შავი ზღვის ნავთობპროდუქტებით დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა

18/02/2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.
ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, ნავთობპროდუქტების შემცველი წყლებით ზღვა დააბინძურა.
გემის კაპიტანის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 582 მუხლის მე-7 ნაწილით, ერთობლივი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევს 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა, რასაც დაემატა გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა -1078 ლარის ოდენობით.
გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს, დაკისრებული საჯარიმო სანქციებისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0