ყოველწლიური ფესტივალი ,,ჭაჭა” გაიმართა

02/11/2019

საქართველოს სატახტო ქალაქში, თელავში, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის მონაწილეობით, ყოველწლიური ფესტივალი ,, ჭაჭა” მეორედ გაიმართა. ფესტივალი ოფიციალურად გახსნა კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
ფესტივალზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ერთ სივრცეში, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის – თელავის, ახმეტის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის, გურჯაანის, საგარეჯოსა და ყვარელის წარმომადგენელთა მიერ მოწყობილი ეთნოგრაფიული გამოფენები, შემოდგომის ნობათი, ხინკლის მოხვევა და მწვადის შეწვა, კახური ტრადიციული თათარაობა, ჩურჩხელის ამოვლებისა და ჭაჭის ტრადიციული მეთოდით გამოხდის პროცესები, ასევე, დაეგემოვნებინათ გლეხური ჭაჭა, კახური ხილი და ბოსტნეული.
“ჭაჭი”-ს ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა კონკურსი კახეთის მუნიციპალიტეტებში წარმოებული ჭაჭის სახეობებს შორის. შეფასება კვალიფიციური ჟიურის მიერ მოხდა შემდეგ ნომინაციებში: “საუკეთესო გლეხური ჭაჭა – 2019” და “საუკეთესო ქარხნული ჭაჭა – 2019”, რომლებიც ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ. “ჭაჭის”
ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდნენ კახეთის რეგიონის ფოლკლორული ჯგუფები. ღონისძიების წამყვანი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, ვანო იანტბელიძე. ფესტივალის კულმინაციურ ნაწილში, მაკა ზამბახიძისა და ჯგუფის “NON STOP” კონცერტი გაიმართა. ფესტივალი “ჭაჭა” ტრაციული ხასიათის ღონისძიებაა, რომელიც შემოდგომის მიწურულს, კახეთში, საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებითა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0