ყვიბისის საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

26/04/2016

ბორჯომში, სოფელ ყვიბისთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოები დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ოჩხიკიძემ დაათვალიერა.
მისი განმარტებით, ხიდზე დასრულებულია ლითონის ბადის შეცვლისა და მოაჯირების მოწყობის სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს სავალი ნაწილის მოწყობა, დაზიანებული საფეხმავლო საფარი სრულად შეიცვლება ხის შემცვლელი პოლიმერული მასალით, რომელიც მაღალი ხარისხითა და გამძლეობით გამოირჩევა.
პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი რეაბილიტაციისათვის 36 285 ლარი გაიხარჯება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0