ყველის ფესტივალზე ზესტაფონი 28 ნაირსახეობის ყველით წარსდგა

07/11/2016

ყველის ტრადიციულ ფესტივალზე, რომელიც საქართველოში უკვე მეთერთმეტედ ჩატარდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი წარადგინა. ფესტივალის მონაწილეთა შორის ზესტაფონი 28 ნაირსახეობის ყველით წარსდგა. ყველის ფესტივალი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა, სადაც მონაწილეობას ყველის მწარმოებელი 45 კომპანია და სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივი იღებდა. ფესტივალი ქართული ყველის პოპულარიზაციას და საუკუნეებუს მანძილზე დაკარგული სახეობების აღორძინებას ემსახურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0