ყველა შეხვედრისას ძირითად პრობლემებად წყალი და ქალაქის გზების მოწესრიგება დასახელდა

23/10/2019

დღეს, 23 ოქტომბერს, ქალაქ ხაშურისა და დაბა სურამის მოსახლეობის აზრს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან- გიორგი გურასპაშვილთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრები: სიმონ ნოზაძე, თემურ ხუბულური, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ისმენდნენ.
ყველა შეხვედრისას ძირითად პრობლემებად წყალი და ქალაქის გზების მოწესრიგება დასახელდა, რაზეც მოსახლეობამ მიიღო ინფორმაცია, რომ გაზაფხულიდან იწყება წყლის და კანალიზაციის მასშტაბური პროექტი და მის განხორციელების შემდეგ დაიწყება გზების მოწესრიგება.
მრავალბინიან კორპუსებთან ადგილობრივების პრობლემად გადახურვისა და ლიფტის საკითხები დასახელდა. მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით კი, უახლოეს დღეებში საჭიროების მქონე კორპუსებში გადახურვის სამუშაოები დაიწყება, ცოტა მოგვიანებით, სადარბაზოებში ლიფტების პრობლემა გადაიჭრება.
დაბა სურამში მოსახლეობასთან შეხვედრებზე მუნიციპალიტეტის მერმა უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და მცხოვრებლების საყოფაცხოვრებო საჭიროებებს გაეცნო.
დღეისთვის შეხვედრები ყოფილი აგურის ქარხნისა და წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიებზე , მინის ტარის დასახლებაში და სურამის ცენტრში გაიმართა.
ამ ფორმით მოსახლეობის აზრის მოსმენა და შესწავლა აუცილებელია მომავალი პროექტების ეფექტურად დასაგეგმად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0