საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის “განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.
იმერეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება, მათ შორის, ქალაქ სამტრედიაში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულია. პროექტი მოიცავდა სამტრედიაში თამარ მეფის ქუჩის და მიმდებარე სკვერის, 6 შენობისა და 1 პარკის რეაბილიტაციას. პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ტყიბულში დაწყებულია მეორე ეტაპის სამუშაოები. პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.
ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია
07/02/2023