ყველა ავიარეისი აშშ-სა და თურქეთის აეროპორტებს შორის აიკრძალა

17/07/2016

აშშ-ის საავიაციო ხელისუფლების გადაწყვეტილების თანახმად აიკრძალა ყველა ავიარეისი აშშ-სა და თურქეთის აეროპორტებს შორის. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის აკრძალვა მოიცავს თურქეთიდან და მის მიმართულებით მფრენ კომერციულ და კერძო საჰაერო ხომალდებს, ასევე ტრანზიტული ავიარეისებს მესამე ქვეყნის გავლით, თურქეთიდან ამერიკის მიმართულებით.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება დაწესებული შეზღუდვა, თუმცა აშშ საავიაციო ხელისუფლების განცხადებით ისინი აკვირდებიან მოვლენებს სხვა უწყებებთან ერთად და განვითარებული მოვლენების მიხედვით მიიღებენ შემდგომ გადაწყვეტილებებს.
მგზავრებმა, რომელთაც შეეხოთ აღნიშნული გადაწყვეტილება, უნდა მიმართონ შესაბამის ავიაკომპანიას. ამ დროისთვის ავიაკომპანიები ცდილობენ მგზავრების გადამისამართებას ალტერნატიულ მარშრუტებზე.
შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და შეზღუდვებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას აუცილებლად შეიტყობთ ჩვენი გვერდის საშუალებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0