ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასე წყნარ და მშვიდ გარემოში ხმის მიცემის პროცედურას ხელი არ შეეშალოს

22/10/2016

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს წევრი ეკა ბესელია მარნეულში მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება. მისი განცხადებით მარნეულში საარჩევნო პროცესი წყნარ და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
“რიგი დგას, საკმაოდ ბევრი ადამიანია როგორც შესასვლელთან ასევე გარეთ. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ასე წყნარ და მშვიდ გარემოში ხმის მიცემის პროცედურას ხელი არ შეეშალოს. ყველაფერი რიგზეა და ამ წუთისთვის მიმდინარე საარჩევნო პროცესში არანაირ შეფერხებას ადგილი არა აქვს”. – განაცხადა ეკა ბესელიამ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0