ყველამ თავის მამიდას მიხედოს

09/05/2016

უკეთესი იქნება, ყველამ თავის მამიდას მიხედოს, – ასე პასუხობს ზურაბ ტყემალაძე ”რესპუბლიკელ” დეპუტატს, დავით ბერძენიშვილს. როგორც ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დავით ბერძენიშვილი და “რესპუბლიკური” პარტია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

“მაინტერესებს, როდესაც ბატონი ბერძენიშვილი მსგავს განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა დაატოვებინოს თანამდებობა გოგი თოფაძეს ან სხვებს?! უკეთესი იქნება, ყველამ თავის მამიდას მიხედოს! განცხადებები, რომლებსაც ჩვენ ვაკეთებთ, ემსახურება სახელმწიფოს და ევროპულ ინტერესებს. მაინტერესებს, როგორ აპირებს ბატონი ბერძენიშვილი გოგი თოფაძის და სხვების თანამდებობებიდან გადაყენებას?! დავით ბერძენიშვილი და “რესპუბლიკური პარტია” საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს”, – განაცხადა ტყემალაძემ.

მისი შეფასებით, დავით ბერძენიშვილის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაჟღერებული მოწოდებები სპეკულაციაა და “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლებს თანამდებობების დატოვებას ურჩევს.

“ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაჟღერებული მოწოდება, რა თქმა უნდა, სპეკულაციაა. როდესაც საუბარია კოალიციის და თანამდებობების დატოვებაზე, სჯობს “რესპუბლიკელებმა” უმოკლეს დროში თავად მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ტყემალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0