ყველაზე კარგ მაგალითს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ჰქმნის

11/07/2016

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის საქმიანობა შეაფასა. ეკა ბესელიას განცხადებით, საპარლამენტო საქმიანობის შეფასების თვალსაზრისით საუკეთესო მაგალითს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ქმნის რაც არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევაში არის აღნიშნული.
„ის რომ სამთავრობო საათი არ არის გამოყენებული და ამას როგორც წესი ოპოზიცია იყენებს ხოლმე, ეს მათ უნდა კითხოთ თუ რატომ არ იყენებენ. ხოლო რაც შეეხება ზოგადად საპარლამენტო კონტროლს ასევე არის კვლევაში, რომ ყველაზე კარგ მაგალითს ქმნის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რომელსაც წელიწადში რამდენჯერმე აქვს საგანგებო მოსმენები მთავრობის და როგორც იცით ყველა უწყება მოდის აბარებს ანგარიშს კომიტეტს და ეს კულტურა დავამკვიდრეთ ჩვენ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში“ – აცხადებს ეკა ბესელია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0