ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ყველაზე აუტანელი ადამიანები არიან:
მეტ-ნაკლებად უჭირთ გარშემო მყოფებს მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება და კომუნიკაცია. გამოკითხულთა 56% აღიარა, რომ მორიელთან ურთიერთობაში საჭიროა სიტყვების შერჩევა და გარკვეული დისტანციის დაცვა საიმისოდ, რომ ეს უკანასკნელი მტრად არ გადაიკიდოთ.
საკმაოდ აუტანელი ხასიათის ადამიანებად კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს მიიჩნევენ, მათთან ურთიერთობაში საჭიროა მუდმივი რევერანსები, იმიტომ რომ ვერ გაიგებ როდის რა სწყინს. ამასთან ერთად, კირჩხიბი საკმაოდ ბუტია და წყენიაა. ახასიათებს შურისმაძიებლობა და სამაგიეროს გადახდის სურვილი.
ყველაზე აუტანელი ნიშანია ვერძი. როგორც აღმოჩნდა, ვერძის ნიშნით დაბადებულებს შორის ყველაზე მეტი უტაქტო, უხასიათო, უპრინციპოდ ანჩხლი, აგრესიული და ეგოისტი ადამიანი იბადება. ამ ხალხის უმეტესობასთან ძნელია კონსენსუსის მიღწევა და როგორც წესი, არასოდეს უსმენენ თანამოსაუბრეს.