ყვარლის მუნიციპალიტეტში მოსული სეტყვის შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა

26/08/2021

ყვარლის მუნიციპალიტეტში მოსული სეტყვის შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტის სოფლებს – გავაზი, გრემი, სანავარდო, კუჭატანი და შილდა, ასევე, ქ.ყვარლის სავარგულებს. დასეტყვილია სასოფლო – სამეურნეო სავარგულები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები. სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ – კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი. ამავდროულად, სტიქიამ პრობლემები შექმნა თელავი – ყვარელის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, სადაც წაქცეული ხეების შედეგად მოძრაობა დროებით შეიზღუდა. მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური, ასევე, გზის გაწმენდით სამუშაოებში მყისიერად ჩაერთნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე – მაშველები. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0