ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში, ეთნოკულტურული ცენტრი გაიხსნა

27/04/2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში, ეთნოკულტურული ცენტრი გაიხსნა. ეთნოსოფელში მოწყობილი ახალი კულტურული და ტურისტული ინფრასტრუქტურის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერ, გივი ზაუტაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ილია მზექლაშვილთან ერთად მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ეთნოკულტურული ცენტრი, მათ შორის, სარეკრეაციო სივრცე, სპორტული და ბავშვთა გასართობი მოედნები. ცენტრში შეიქმნა სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სივრცე, ასევე მოწესრიგდა მისასვლელი გზა. პროექტი დაფინანსებულია საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 1 776 901 ლარი შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0