‘’ყვარლის ეტალონი მოსწავლე’’ გიორგი საიქვაძე გახდა

28/11/2016

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ “ეტალონმა” ყვარელში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამართა. ინტელექტ-შეჯიბრში ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან გამორჩეულმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია მზექალაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ შავერდაშვილი, რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან. შეჯიბრში გამარჯვებულ სოფელ კუჭატანის სკოლის მოსწავლეს გიორგი საიქვაძეს ‘’ყვარლის ეტალონი მოსწავლის” ტიტული მიენიჭა და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. “ეტალონი” 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს “ეტალონ მოსწავლეებს”. პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. ინტელექტ-შეჯიბრის დასრულების შემდეგ, ”ეტალონის” წამყვანი, გოჩა ტყეშელაშვილი, ყვარლის სკოლის დირექტორებს შეხვდა, სადაც განიხილეს “ეტალონის” სამომავლო გეგმები და ისაუბრეს განათლების ზოგად საკითხებზე

Tweet about this on TwitterShare on Facebook0