საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქ. ყვარელში 54 მლნ. ლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს. პროექტების მიხედვით გათვალისწინებულია: ჭაბურღილებისა და რეზერვუარების რეაბილიტაცია-მშენებლობა, წყალმომარაგებისა და წყალარინების განახლებული ქსელის მოწყობა. ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 35% უკვე შესრულებულია. ასევე, მიმდინარეობს პროექტი, რომელიც წყალარინების გამწმენდი ნაგებობობის პროექტირება-მშენებლობას გულისხმობს. მიმდინარე სამუშაოები ადგილზე გაერთიანებული წყალმომარაგების დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ, მოადგილე, აკაკი მშვიდობაძესთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან ერთად მოინახულა. პროექტის დასრულება 2024 წლის ბოლოს იგეგმება, რის შემდეგაც ქ. ყვარელის 7 700-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
ყვარელში, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
20/12/2022