ყაჩაღობა ვესტერნის სტილში – ოთხმა ადამიანმა ქალაქი 10 წუთში გაძარცვა

05/03/2016

ოთხი კაცისგან შემდგარმა შეიარაღებულმა ყაჩაღებმა 10 წუთის განმავლობაში არგენტინის დაბა ბერნარდო დე ირიგოეინი გაძარცვეს. დასახლებაში სულ 2 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ძარცვა დილის 9-ის ნახევარზე მოხდა. დამნაშავეები, რომელბიც 19-ე საუკუნის მძარცველების სტილში მოქმედებდნენ, თავს დაესხნენ ქალაქის ადმინისტრაციას, ფოსტას, პოლიციის განყოფილებას, ბანკებს.

გატაცებულია 280 000 დოლარის ღირებულების თანხა და ძვირფასი ნივთები. ძარცვის შემდეგ მათ პოლიციასტან შეტაკება მოუხდათ, რის შედეგადაც ერთი მათგანი დაიღუპა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0