ღუდუშაურის კლინიკის განახლებული ნეონატოლოგიური ცენტრი გაიხსნა

29/08/2016

ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტი უპრეცედენტო, ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა, – ახალშობილთა მოდერნიზებული, 100-საწოლიანი განყოფილება დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად დაათვალიერა.

კლინიკის დამფუძნებლის, ელგუჯა გოცირიძის ინფორმაციით, ნეონატოლოგიური ცენტრის მოდერნიზებაში სოლიდური ინვესტიცია განხორციელდა. მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ კლინიკაში არაერთი ახალი მიმართულების განვითარებას შეუწყო ხელი.
განახლებულ ცენტრში ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე და ექსტრემალურად მცირე წონის ახალშობილები განთავსდებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0