ღია შეხვედრების ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ლარჩვალში,მახურაში,ისუნდერსა და ზუბში,9 ნოემბერს, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და თითოეული მოსახლის საჭიროებას ადგილზე გაეცნნენ. სოფლებში მთავარ საჭიროებად სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია დასახელდა.
განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე,მოსალოდნელ პერსპექტივებზე ისაუბრეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ღუდუმუძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მიხეილ მეშველიანმა. შეხვედრას ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მარიკა კოპალიანი,ზუბის თემის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ომანაძე და სოფლის მეურნეობის სააგენტოს ცაგერის საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელი ბონდო ხეცურიანი ესწრებოდნენ. მოსახლეობას ინფორმაცია პირადად მიაწოდეს სახელმწიფოს მიერ დაანონსებული სოციალურ პროგრამებზე,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის სარგებლზე, ტყის კოდექსის და საგრანტო პროექტებში მოსახლეობის ჩართულობაზე
ღია შეხვედრების ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ
10/11/2019