“ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) პროექტის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

24/07/2019

“ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) პროექტის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ექსპერტებმა ნათია ფირაშვილმა და ეკა დგებუაძემ დამსწრე პირებს წარუდგინეს მუნიციპალური სერვისების შეფასება, რომელიც შევსებული კითხვარების საფუძველზე დაიწერა. შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა პროექტის შემდგომი ნაბიჯები და გაჟღერდა სამომავლოდ შესასრულებელი რეკომენდაციები.
„ღია მმართველობის პარტნიორობას“, საფუძველი 2010 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივით ჩაეყარა, დღეს მასში “ 69 ქვეყანა მონაწილეობს ცენტრალური ხელისუფლებების დონეზე, ხოლო დუშეთის მუნიციპალიტეტი ამ ინიციატივას 2019 წლიდან შეუერთდა.
“ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ დუშეთის მუნიციპალიტეტს აღებული ვალდებულების შესრულებაში – შექმნას გამჭვირვალე მმართველობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, გაეროს განვითარების პროგრამა ეხმარება.
სამუშაო შეხვედრაში მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მონაწილეობდნენ მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0