ღია კაფეების უნებართვოდ მოწყობის გამო, საქმის წარმოება დაიწყო

11/08/2017

ახალ აღმაშენებელზე ღია კაფეების უნებართვოდ მოწყობის გამო, 16 სუბიექტის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება დაიწყო. სუბიექტებს კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ან მათი დემონტაჟი დაევალათ. გარდა ამისა, კაფეების მეპატრონეებმა ბანერებზე ქართული წარწერებიც უნდა განათავსონ. აღმაშენებლის გამზირზე თბილისის მერი დავით ნარმანია, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გიორგი უკლებასთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად იმყოფებოდა. დედაქალაქის მერმა 16-ვე სუბიექტის მეპატრონეს გაფრთხილება პირადად მისცა. პარალელურად, აღმაშენებლის გამზირზე შენობა-ნაგებობებზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების კანონიერების შესწავლაც მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0