გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მპგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სერის, ექადიის, ლაშეს და მოიდანახეს უბნების მაცხოვრებლებს შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგნელებმა მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. აღნიშნული უბნების მაცხოვრებლებისთვის პრიორიტეტული წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მოწყობის საკითხია. ადგილობრივებმა სტადიონის, სკვერის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების აუცილებლობაზეც ისაუბრეს.
როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, მოსახლეობის ინტერესები და საჭიროებები იქნება გათვალისწინებული.
ღია დიალოგის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
18/09/2019