2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 50 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 38%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 113.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია 2015 წლის მაჩვენებელზე.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით:
ჩინეთში ღვინის ექსპორტის ზრდამ 2015 წელთან შედარებით შეადგინა- 98% (5 299 149 ბოთლი), უკრაინა – 70% (5 811 050), რუსეთი – 49% (27 222 076), პოლონეთი – 46% (2 329 820), კანადა – 34% (210 936), ბელარუსი – 30% (1 174 362), დიდი ბრიტანეთი – 28% (97 226), ესტონეთი – 25% (631 632), ყირგიზეთი – 24% (230 776), აშშ – 19% (294 382), ლატვია – 19% (1 258 632), იაპონია – 15% (159 654), გერმანია – 6% (292 454), ჩეხეთი – 353% (119 648) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (27 222 076 ბოთლი), უკრაინა (5 811 050), ჩინეთი (5 299 149), ყაზახეთი (3 393 435) და პოლონეთი (2 329 820).
ამასთან, 2016 წელს მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10 367 886 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 43%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 23,12 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – ზრდამ 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24% შეადგინა.
ექსპორტირებულ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს შორის პირველ ადგილს იკავებს „ქინძმარაული“ – 7 417 333 ბოთლი, შემდეგ ხუთეულში მოდის „მუკუზანი“ – 2 568 547, „წინანდალი“ – 2 023 915, „ახაშენი“ – 923 780 და „ხვანჭკარა“ – 413 823 ბოთლი.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 194,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 146,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა – ზრდამ 32% შეადგინა.