ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ეზოს მოწყობა მიმდინარეობს

Tuesday July 4th, 2017

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე უსახლკარო ადამიანებისათვის სოციალური საცხოვრისის მოწყობა დასრულდა. ამ ეტაპზე ეზოს და მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც 289 000 ლარი ჯდება.

მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საბინაო სამსახურის უფროსთან და თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. აღნიშნულ ადგილზე 4000კვ.მ დაწნეხილი ფილები იგება. ეზოსთან ახლოს ასევე მოეწყობა სპორტული მოედანი. კორპუსი, სადაც უსახლკაროები იცხოვრებენ 4 სართულიანია. საცხოვრებელი ფართით 48 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება.

სოციალური საცხოვრისისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ ნახევარი ლარი გამოიყო. საცხოვრისის მშენებლობა უპრეცენდენტო შემთხვევაა. შენობა მერიის მფლობელობაში დარჩება და ის არ გადაეცემა ოჯახებს როგორც საკუთრება. ფართები იქნება დროებით სარგებლობაში და როცა მოქალაქის მდგომარეობა გაუმჯობესდება იმ ფართს სხვა გაჭირვებული ადამიანი გამოიყენებს.

კომისია ახლო მომავალში დაასრულებს მუშაობას , რის შემდეგაც დაიწყება შესახლების პროცესი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0