ქუთაისში, საღორია – ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 5-კილომეტრამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების დასკვნით ეტაპს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი გაეცნენ.
პროექტი მოიცავდა ორფენიანი ასფალტ–ბეტონის საფარის მოწყობას, ხელოვნური ნაგებობებისა და ადგილობრივ გზებთან მიერთებების სამუშაოებს. გზის რეაბილიტაციის შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლები და ტურისტები განახლებული და კომფორტული გზით სარგებლობას შეძლებენ. ასევე, აღნიშნული გზა გაივლის აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის ნოემბერში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 992 801 ლარია. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 20 ადამიანი.
ქუთაისში, საღორია – ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 5-კილომეტრამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
09/02/2018