ქუთაისში კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ თანამშრომელთა გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო ცენტრი გახსნა.
ღონისძიებას ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს დირექტორი აზერ მამმადოვი ესწრებოდნენ.
სასწავლო ცენტრი თანამშრომელთა პროფესიული ცოდნის ასამაღლებლად და პროფესიონალური უნარების სრულყოფის ასევე კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში ერთიანი პოლიტიკის რეალიზაციის და უზრუნველყოფის მიზნით არის შექმნილი.
სასწავლო ცენტრის ძირითადი ამოცანებია:
თანამშრომელთა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის განახლება გაზის სფეროში მზარდი მოთხოვნების შესაბამისად, პროფესიონალური ცოდნის და შესაძლებლობების ამაღლება, ახალი პროგრესული მეთოდებისა და ტექნოლოგიების შესწავლა.
ქუთაისში კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ თანამშრომელთა გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო ცენტრი გახსნა
10/10/2017