ქუთაისში იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრი ( IMDC ) გაიხსნა

13/07/2016

ქუთაისში იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრი ( IMDC ) გაიხსნა. ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, კლინიკა LG -ს დირექტორი ზაზა ლომინაძე და სხვა სტუმრები დაესწრნენ.
იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ 90 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადასცა. თანამედროვე სტანდარტების მქონე ტექნიკით შესაძლებელია სისხლის საერთო ბიოქიმიისა და სხვადასხვა სახეობის ჰეპატიტით ინფიცირებული პაციენტების გამოკვლევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0