ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქართველი მეცო–სოპრანოს ანიტა რაჭველიშვილის კონცერტი გაიმართა.მსოფლიო დონის მომღერალმა ნიკა მემანიშვილთან და ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ცნობილი მუსიკალური ნომრები შეასრულა.
კონცერტს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე მეუღლესთან ერთად და ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქუთაისში ანიტა რაჭველიშვილის კონცერტი გაიმართა
20/05/2016