ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა. დასაქმების ფორუმის მიზანია იმერეთის რეგიონში მცხოვრები დასაქმების მსურველი მოქალაქეებისა და რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების დასაქმების ხელშეწყობა. ფორუმის მონაწილეებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მიესალმა და წარმატებები უსურვა. მხარის გუბერნატორმა დასძინა, რომ აღნიშნული ფორუმი დაინტერესებული პირებისთვის არის საუკეთესო საშუალება, რადგან მათ რეალური შანსი აქვთ დასაქმების. ასევე, ისაუბრა სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების მასშტაბურ პროგრამაზე, რომელიც სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად. ღონისძიება, ორ ნაწილს მოიცავდა: დამსაქმებლებთან არაფორმალურ გარემოში საინფორმაციო შეხვედრას და მასობრივ გასაუბრებას/დასაქმების ფორუმს.
ღონისძიების პირველი ნაწილის მიზანია იმერეთის რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულზე ოპერირებულ დამსაქმებლებთან სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლება, შრომის ბაზრზე არსებული გამოწვევების, სექტორთა შორის თანამშრომლობის როლის და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა და გაუმჯობესება საქართველოს რეგიონებში. ხოლო მეორე ნაწილის მიზანს წარმოადგენს იმერეთის რეგიონში მცხოვრები სამუშაოს მაძიებლების დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა.
ფორუმზე სამუშაოს მაძიებელებს შესაძლებლობა ქონდათ შეხვედროდნენ 50-მდე პოტენციურ დამსაქმებლს, ესაუბრათ სასურველი ვაკანსიების შესახებ და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პირისპირ კომუნიკაციის გზით. ფორუმს სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა
16/06/2022