ქუთაისის წყალმომარაგების პროექტს კორპუსების შიდა ქსელების რეაბილიტაცია დაემატა

23/05/2018

ქალაქ ქუთაისში კორპუსების შიდა ქსელებისა და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია იწყება. ეს სამუშაო წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწყობის თავდაპირველ პროექტს დაემატა. დამატებითი სამუშაო ქალაქის მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგების ქსელების სრულ რეაბილიტაციას და საცხოვრებელ კორპუსებში ამორტიზებული შიდა ქსელების განახლებას ითვალისწინებს. ეს სამუშაოები წყლის დანაკარგებს შეამცირებს და სარდაფებში არსებულ ანტისანიტარიას აღმოფხვრის. პროექტის ფარგლებში, გოდოგანის რეზერვუარზე მიმდინარე სამუშაო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ კაციამ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიორგი კობერიძემ დაათვალიერეს.
ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის II ფაზა შეფერხებებით მიმდინარეობდა, რაც კონტრაქტორი კომპანიის ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდა.
გრიგოლ კაციას და გიორგი კობერიძის განცხადებით, პრობლემები ფაქტობრივად მოგვარებულია და სამუშაო პროცესი აქტიურ ფაზაში გადადის. ამჟამად, მიმდინარეობს განხილვები დამატებითი სამუშაოსთვის პროექტის განახლებული ვადების განსაზღვრასთან დაკავშირებით.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0