ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში 48–ე სეზონი გაიხსნა. ჯუზეპე ვერდის ოპერის ,,ტრავიატას“ პრემიერას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე, მოადგიოლე,იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მერი, შოთა მურღულია ესწრებოდნენ.
ქუთაისის ოპერის თეატრში “ტრავიატას” დადგმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
«ტრავიატას» მსოფლიო პრემიერა 1853 წლის 6 მარტს ვენეციის თეატრში «ლა ფენიჩე» შედგა.
ქუთაისის ოპერის თეატრის სეზონი “ტრავიატას” პრემიერით გაიხსნა
04/10/2016