ქუთაისისა და ნიუპორტის 25 წლიანი მეგობრობის ზეიმის აღსანიშნად ქუთაისის მერიაში დელეგაციის ოფიციალური მიღება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ უმასპინძლეს.
მხარეებმა 25 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებსა და მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ქუთაისის ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაცია საიუბიულეო კვირეულის პროგრამის ფარგლებში ლექცია–სემინარებს, სპექტაკლებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს გეგმავს.
ქუთაისის მერიაში ოფიციალური მიღება გაიმართა
14/06/2016