ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის 9 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

30/06/2023

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაური საავტომობილო გზის 9 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და ამ ეტაპზე, მიწის ექსკავაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს. ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზა ერთმანეთთან აკავშირებს ტყიბულსა და ამბროლაურს. აღნიშნულ გზაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია რეგიონის სოციალ-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის.
პროექტი 9 კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართული კომპანია შპს «New Road» ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0