პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პრეზიდენტის მიერ ქორწინების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას გამოეხმაურა. ეკა ბესელიას თქმით ქორწინების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებას „ქართული ოცნება“ მომავალ პარლამენტში აუცილებლად მიიღებს.
„ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ამ საკნსტიტუციო ცვლილებებს შემდეგ პარლამენტში. რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას, დარწმუნებული ვარ პარლამენტში შევლენ ის პოლიტიკური ჯგუფები რომლებიც ჩვენს უმრავლესობასთან ერთად 113 – ხმით ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერენ“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ქორწინების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებას „ქართული ოცნება“ მომავალ პარლამენტში აუცილებლად მიიღებს
10/08/2016