ქორწინების თაობაზე კონსტიტუციაში ცვლილებები საჭიროა, რომ ნაკლებად იყოს უარყოფითი მუხტი დასავალეთისადმი

11/03/2016

ქორწინების თაობაზე კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება საჭიროა თუნდაც იმისთვის, რომ ნაკლებად იყოს უარყოფითი მუხტი დასავალეთის მიმართ, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

“ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ზოგიერთებს გაუჩნდათ სურვილი, ესარგებლათ იმით, რომ კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი არ არსებობს და ეჭვქვეშ დაეყენებინა საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც დაფიქსირებულია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. იყო მცდელობა, საკანონმდებლო ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით გაუქმებულიყო. არ არის გამორიცხული, რომ ასეთი მცდელობა მომავალში კვლავ იყოს. გარდა ამისა, ძალიან კარგად ვფლობთ ხალხის განწყობას – გაჩნდა შიში იმისა, რომ ხვალ შეიძლება ვიღაცის მიერ საკანონმდებლო ნორმა გაუქმდეს და ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს. იმისთვის, რომ გავფანტოთ ეჭვები, იმისთვის, რომ ნაკლებად იყოს უარყოფითი მუხტი დასავალეთის მიმართ, რადგან ზოგიერთები ცდილობს, მაინცა და მაინც ეს თემა დააკავშიროს დასავლეთს, თითქოს და, ასეთი ფასეულებით მივდივართ ევროპაში – ამ საკითხით სპეკულაციას ერთხელ და საბოლოოდ რომ წერტილი დაესვას, შესაბამისი ჩანაწერის კონსტიტუციაში დაფიქსირება პრობლემას მოხსნის”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0