ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. საკონსტიტუციო ინიციატივას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია ამ წუთებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარადგენს.
განხილვაში საქართველოს პარლამენტის წევრები – მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ზურაბ ტყემალაძე, გედევან ფოფხაძე მონაწილეობენ. შეხვედრას ასევე ესწრებიან რიგითი მოქალაქეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელები.
თელავის გარდა დაგეგმილია განხილვები – რუსთავში (28 მარტი), ზუგდიდში (31 მარტი), ბათუმში (2 აპრილი), ოზურგეთში (2 აპრილი), ახალციხეში (5 აპრილი), თბილისში (6 აპრილი), გორში (6 აპრილი), ყაზბეგში (7 აპრილი), მესტიაში (8-9 აპრილი), ამბროლაურში (14 აპრილი) და ქუთაისში (15 აპრილი).
საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერით ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრავს, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი