დღეს ქობულეთში ვეტერან სპორტსმენთა საბჭო შეიქმნა. საბჭოს მიზანია სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია და მათი განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნა. საბჭოს პირველ სხდომაზე ვეტერანებმა მართველი რგოლი აირჩიეს, მათი გადაწყვეტილებით საბჭოს ილია პაპოშვილი უხელმძღვანელებს. შეხვედრას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, რომლებმაც მათ შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება აღუთქვეს.
ქობულეთში ვეტერან სპორტსმენთა საბჭო შეიქმნა
18/10/2016