„ქობულეთის გამწვანების“ ორგანიზებით გამწვანების აქცია გაიმართა. ეკო-პლაჟის მიმდებარე ტერიტორიაზე 250 -მდე ფიჭვის ნერგი დაირგო. აქციაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში და უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ თხილაიშვილი მონაწილეობდნენ.
გამწვანების აქცია აჭარის სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით იმართება, რომლის ფარგლებში დაგეგმილია 1300 ძირი იტალიური ფიჭვის დარგვა.
ქალაქის გამწვანების მიზნით ასევე დაგეგმილია ფიჭვნარის დასახლებაში აღმაშენებლის გამზირის გამწვანება.
ქობულეთში გამწვანების აქცია გაიმართა
14/04/2016