ქობულეთის მუნიციპალიტეტი და პოლონეთის ქ. პიეკარი შლონსკე დამეგობრდნენ. ურთიერთდამეგობრების მემორანდუმს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ და ქ. პიეკარის მერმა სლავა უმინკა დურაიმ მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ორი ქალაქის მეგობრობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად. ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ესწრებოდა. ცერემონიალის დასრულების შემდეგ კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში ფოლკლორული კონცერტი გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში დღესვე დელეგატებმა ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“ და სოფელ ციხისძირში სასტუმრო „კასტელო მარე“ დაათვალიერეს. პოლონური დელეგაცია ქობულეთში სამ დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში დელეგატებმა ქობულეთის ღირსშესანიშანაობები დაათვალიერეს.
ქობულეთი და ქ. პიეკარი შლონსკე დამეგობრდნენ
24/10/2016