ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელისუფლება ზრუნავს იმ მოქალაქეებზე ვისაც ჩვენი თანადგომა განსაკუთრებით სჭირდება

Saturday April 4th, 2020

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფებისთვის სასურსათო კალათების გადაცემას განაგრძობს. ამჯერად, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში, მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, სხვადასხვა ორგანიზაციები და ბიზნესმენები ჩაერთნენ.

“ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელისუფლება ზრუნავს იმ მოქალაქეებზე ვისაც ჩვენი თანადგომა განსაკუთრებით სჭირდება, ამიტომაც ჩვენი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოხდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება. ამჯერად ჩვენ ვიმყოფებით ზუგდიდში, სადაც 1400 ოჯახისთვის სასურსათო პაკეტი მომზადდა და მათი დარიგება ბენეფიციარებისთვის თვითმმართველობის თანამშრომლების და მოხალისეების მიერ მოხდება. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მერიამ უკვე გასცა 700-ზე მეტი ოჯახისთვის სასურსათო პროდუქტი” – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა.

შემოწირული პროდუქტი სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებისა და პრობლემების მოგვარებას მოხმარდება. სასურსათო ნობათს ოჯახებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოხალისეები დაურიგებენ. სასაჩუქრე კალათების გადაცემის პროცესს მონიტორინგს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი,ზუგდიდის საკრებულოს თავმჯომარე მამუკა წოწერია და მერი გიორგი შენგელია უწევენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0