ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური და სახელისუფლებო კრიზისია

04/04/2016

ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რაც კოალიციის და უმრავლესობის დაშლას უკავშირდება.”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი არ გამორიცხავს, რომ კოალიციაში შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა, ყოფილმა კოალიციის წევრებმა და დღევანდელმა ხელისუფლებამ თანამშრომლობა ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელონ.

“დღეს, ფაქტია, რომ ქვეყანა, პრაქტიკულად ”ბეწვის ხიდზე” იმყოფება. რაც არ უნდა ილაპარაკოს “ქართულმა ოცნებამ” ფაქტია, რომ კოალიცია დაიშალა და უმრავლესობაც დაშლის პირასაა. ეს ქვეყანას ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს, რადგან თუ ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ იმას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ამას ჰქვია უმძიმესი პოლიტიკური და სახელისუფლებო კრიზისი. სრულიად გამორიცხულია, რომ კოალიციაში შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა, ყოფილმა კოალიციის წევრებმა და დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელოს თანამშრომლობა. ასეთი პრეცედენტი პოლიტიკაში არ ყოფილა. ასე, რომ სამთავრობო კრიზისიც აბსოლუტურად გარდაუვალი გახდა. ასევე, ფაქტია, რომ ჩვენ ვართ მოწმენი კოალიციის, მისი ხელმძღვანელობის და მასში შემავალი პარტიების უპასუხისმგებლობის და მოწმენი ვართ, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოატყუა საქართველოს მოსახლეობა”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0