ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

13/07/2022

სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

„დღეს გვქონდა შესაძლებლობა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ზურაბ პატარაძესთან ერთად შევხვედროდით. ვიზიტის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონსა და აზერბაიჯანის ქალაქებს შორის არსებულ ურთიერთობებზე, სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და დამეგობრობის საკითხებზე ვისაუბრეთ. ჩვენ მეგობრობისა და თანამშრომლობის დიდი ისტორია გვაქვს. ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, სექტორული კავშირების გაფართოება, სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა და მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობის გაღრმავება.
მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს მასპინძლობისთვის.
მოხარული ვიქნები, თუკი რეგიონსა და აზერბაიჯანის ქალაქებს შორის არსებული ეკონომიკური, საგანმანათლებლო, ტურიზმისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს და ჩვენს ქალაქებს და ხალხებს შორის ურთიერთობებს გავაღრმავებთ“- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

გიორგი დოხტურიშვილთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რუსთავის საკრებულოს წევრი და ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები იმყოფებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0