ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ადმინისტრაციისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ ეტაპზე, რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის მერების სარეზერვო ფონდიდან შესაბამისი თანხების გამოყოფა მიმდინარეობს, რომელიც პირველადი მოხმარების ნივთებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების შეძენას მოხმარდება.
“მხარისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ჰუმანიტარულ პროცესებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებენ ბიზნეს სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქვემო ქართლის რეგიონი საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს“, -განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.