ქვემო ფონიჭალაში ბულვარი აღდგება

03/08/2016

ქვემო ფონიჭალაში რუსთავის გზატკეცილის გასწვრივ არსებული ბულვარი აღდგება.
ბულვარის ესკიზები მოსახლეობას კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში, ბექა ნაცვლიშვილმა და რაიონის გამგებელმა, გიორგი კოპალეიშვილმა გააცნეს.
როგორც ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, ბულვარში მოეწყობა ახალი დეკორატიული განათება და გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის, განთავსდება ტრენაჟორები. სავალი ნაწილი კი კაუჩუკის საფარით დაიფარება.
პროექტით გათვალისწინებულია ტერიტორიის გამწვანება და სარწყავი სისტემის დამონტაჟება. ბულვარის კეთილმოწყობის სამუშაოები სექტემბერში დაიწყება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0