ქველმოქმედება არ იქნება ერთჯერადი

29/12/2017

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის რანგში პირველი ხელფასით, კახაბერ მახათაძემ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გაუკეთა. მუნიციპალიტეტის მერი მზრუნველობამოკლებულ ოჯახებს პირადად სტუმრობდა. სასაჩუქრე კალათა კახაბერ მახათაძემ რამდენიმე სოფელში მიიტანა და აღნიშნა, რომ ქველმოქმედება არ იქნება ერთჯერადი ხასიათის, როგორც მუნიციპალიტეტის მერი, საკუთარი ხელფასიდან, ის ყოველ თვეში გეგმავს მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0