ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ქერიაანთკარში, 3.5 კმ სიგრძის გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები დასრულდა. დასრულებული პროექტი 1 აგვისტოს, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა მერის წარმომადგენელ მანანა ჯუხარაშვილთან ერთად მოინახულა. გიორგი თანიაშვილის თქმით, დიდი ხნის განმავლობაში მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა როგორც სოფლის შიდა, ისე სოფლამდე მისასვლელ გზებზე, ხოლო ჩატარებული სამუშაოების შედეგად აღნიშნული პრობლემა გადაწყვეტილია. ქერიაანთკარის დაზიანებული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, შპს “კოხტის ძირი 2010”-ს მიერ განხორციელდა.
ქერიაანთკარში გზების მოხრეშვის სამუშაოები დასრულდა
01/08/2019